ექსპოზიციას, რომელიც კალის ჯარისკაცების გალერეა „იოტა როიალში“ იყო წარმოდგენილი, ჰერცოგ ლიუდვიგ ორლეანელისდროინდელი, 40 მილიმეტრიან ჯარისკაცთა შენაერთებით გარშემორტყმული ციხე-დარბაზის ზუსტი ასლი ამშვენებს. საგამოფენო დარბაზში ქართველ მეფეთა ფიგურებიცაა წარმოდგენილი. ‘სპუტნიკ-ჯორჯიას“ ჟურნალისტი დავით ახვლედიანი კოლექციონერებში ამ პოპულარული მიმართულების მიმდევარს და „იოტა როიალის“ პრეზიდენტს, გრიგოლ რობაქიძეს ესაუბრა.
გრიგოლ რობაქიძის კალის ჯარისკაცები