ნენსკრაჰესს იტალიური კომპანია ააშენებს

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნენსკრაჰესი, რომლის სიმძლავრეც 280 მგვტ იქნება და რომელიც მდინარე ენგურის შენაკადზე აიგება, ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესის მშენებლობა 2021 წლისთვის დამთავრდება, ენერგიის გამომუშავება კი უკვე 2019 წელს დაიწყება, აცხადებს საპარტნიორო ფონდი.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნენსკრაჰესს სვანეთში იტალიური კომპანია Salini Impregilo ააგებს. სამშენებლო კომპანია მთავარმა ინვესტორმა,  KWater-მა შეარჩია ტენდერის საფუძველზე, იუწყება საპარტნიორო ფონდი. 

ნენსკრაჰესი, რომლის  სიმძლავრეც 280 მგვტ იქნება და რომელიც მდინარე ენგურის შენაკადზე აიგება, ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესის  მშენებლობა 2021 წლისთვის დამთავრდება, ენერგიის გამომუშავება კი უკვე 2019 წელს დაიწყება, აცხადებს საპარტნიორო ფონდი. 

ნენსკრაჰესის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს გამოცხადდა. სამუშაოები ჩინურ Sinohydro-ს უნდა განეხოეციელებინა. მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთკორეულმა კომპანია KWater-მა ჩაანაცვლა, რომელთანაც საპარტნიორო ფონდმა 2014 წლის დეკემბერში გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება. 

წყლის რესურსების სამხრეთკორეულმა სახელმწიფო კორპორაციამ უკვე გააფორმა Salini Impregilo-სთან ხელშეკრულება ნენსკრაჰესის მშენებლობის შესახებ.  ჰესის სამობილიზაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დაიწყება. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ასევე იმონაწილევებს ნენსკრაჰესის მშენებლობაში და პროექტის დასაფინანსებლად 200 მლნ დოლარამდე თანხას გამოყოფს. საბანკო კრედიტის კომპონენტში ასევე ჩაერთვებიან აზიის ბანკი და კორეული „ექსიმ ბანკი“.  

ფონდის მრჩეველი ამ პროექტში გახლავთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. 

Salini Impregilo წარმოადგენს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.   


ყველა ახალი ამბავი
0