პრობაციის სამინისტრო: ბობოხიძის შეწყალებაზე ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ბობოხიძეს სამნახევარი წლით პატიმრობა 2014 წლის ნოემბერში მიესაჯა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და თაღლითობისათვის.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ხონის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბობოხიძის შეწყალებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებამ, შეეწყალებინა ბობოხიძე, მთავრობაში უკმაყოფილება გამოიწვია. პრემიერმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტს ირონიულად კეთილშობილი ადამიანი, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა. 

„აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც 27 ივლისს გავრცელდა. 

სამინისტროს მტკიცებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიამ თავად გამოითხოვა ლევან ბობოხიძის დახასიათება. ამასთან, კომისიამ საქმე მონაცემების მიღებიდან ორი თვის შემდეგ განიხილა და შესაბამისად, არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ამასობაში საპატიმროს რეჟიმის დარღვევა მოასწრო. 

„სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ უწოდა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ლევან ბობოხიძეს სამნახევარი წლით პატიმრობა 2014 წლის ნოემბერში მიესაჯა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და თაღლითობისათვის. 

ლევან ბობოხიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კაკო ბობოხიძის ძმა გახლავთ. 


ყველა ახალი ამბავი
0