მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი: მნიშვნელოვანია ნატოს გადაწყვეტილება და არა რუსეთის დოქტრინა

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2016 წლის ივლისში დაგეგმილ ვარშავის ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას — МАР-ს მიიღებს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის რუსეთის საზღვაო დოქტრინაზე უფრო ის დოკუმენტია მნიშვნელოვანი, რომელსაც ნატო დეკემბერში მიიღებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ორშაბათს, 27 ივლისს. 

დოქტრინის ახალი ვერსია 26 ივლისს დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარებითა (ყირიმის საკითხით) და  აგრეთვე ჩრდილოეთ ფლოტში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითადი შემტევი და სტრატეგიული დაჯგუფების განთავსებითაა განპირობებული.  

„ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო. ესაა პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს ღებულობს რუსეთი“, — განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.  

რუსეთის ქმედებები ძალიან იოლად პროგნოზირებადია, დაასკვნა საქართველოს თავდაცვის უწყების პირველმა პირმა. 

დეკემბერში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი. 

2016 წლის ივლისში ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართება. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტზე ალიანსის წევრობის სამოქმედი გეგმას — МАР-ს მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0