საქართველოს მოსახლეობას C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევის ჩატარება შეუძლია

© www.likar.infoC ჰეპატიტი
C ჰეპატიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკვლევის ჩატარება დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აქცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მცხოვრებნი შეძლებენ უფასოდ ჩაიტარონ გამოკვლევა ჰეპატიტზე, ორშაბათს, 27 ივლისს დაიწყო, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო

გამოკვლევის ჩატარება დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი. 

აქცია ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოში 2015 წელი ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული. 


ყველა ახალი ამბავი
0