თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იტყობინება.
ევროპის ჩემპიონატზე სროლაში, რომელიც ამ დღეებში სლოვენიის მარიბორში მიმდინარეობდა, ნინო სალუქვაძემ 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში „რიო 2016"-ის ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ოფიციალურად ეს გახლავთ პირველი ლიცენზია, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს.
ნინო სალუქვაძე — სეულის (1988) ოლიმპიური ჩემპიონი პისტოლეტიდან სროლაში 25 მერიან დისტანციაზე. ქართველ სპორტსმენს ასევე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი
(სეული 1988) და ბრინჯაოს მედალი (პეკინი 2008) 10 მეტრიან დისტანციაზე სროლაში.
გარდა ამისა ნინო სალუქვაძე 6-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 4-ჯერ ევროპის ჩემპიონი.
46 წლის სპორტსმენისათვის ბრაზილიის ოლიმპიადა რიგით მერვე იქნება.