თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰააგის ღია ჩემპიონატის ფინალში გადავიდა.
ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოუგო ტომო დე ბაკერას ანგარიშით — 3:6, 7:5, 6:2. საათნახევრიანი მატჩის მსვლელობისას, ბასილაშვილმა ოთხჯერ აიღო მოწინააღმდეგის ჩაწოდება. ამასთან პირველი ბურთის ჩაწოდების მაჩვენებელი ქართველ ჩოგბურთელს 80% ჰქონდა ჰოლანდიელის 61%-ის წინააღმდეგ. მათგან 44 გათამაშება ბასილაშვილის სასარგებლოდ დასრულდა.
ფინალში ბასილაშვილი რობინ ხაასისა (ჰოლანდია) და ანდრეი კუზნეცოვის (რუსეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
ფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკვე გამოიმუშავა 55 სარეიტინგო ქულა და 3600 საპრიზო ევრო. წარმატების შემთხვევაში მოგროვებული ქულების რაოდენობა 90- მდე გაიზრდება ხოლო გამომუშავებული თანხა 6200 ევრომდე გაიზრდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 42500 ევროა.