საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტის კეთილშობილებას ირონიულად გაუსვა ხაზი

© photo: courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილი: ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ ის სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამინისტიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განთავისუფლების საკითხზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

 "ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი. გუშინ მან შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა პატიმრობა, პრეზიდენტმა კი შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ ის სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს, — განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

 ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა,მსჯავრდებულთა მორიგი ჯგუფი შეიწყალა, რომელთა შორისაც ხონის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ლევან ბობოხიძეც აღმოჩნდა. ბობოხიძეს 2014 წლის ნოემბერში სასამართლომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისათვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 


ყველა ახალი ამბავი
0