მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა 2018 წლის ჩემპიონატში მეტოქეების ვინაობა გაიგო

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკში2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის თასი
2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები კენჭისყრის შედეგად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში შესარჩევ "D" ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიის და მოლდოვას ნაკრებები.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები კენჭისყრის შედეგად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში შესარჩევ "D" ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები შემდეგი ქვეყნების გუნდები იქნებიან: უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა.

 თავის ისტორიაში პირველად საქართველო კენჭისყრაში მეექვსე კალათიდან მონაწილეობდა. 

 სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე კენჭისყრის მსვლელობისას ევროპის 52 ნაკრები 9 ჯგუფად დაიყო. 

 ჯგუფი A — ნიდერლანდები, საფრანგეთი, შვედეთი, ბულგარეთი, ბელორუსი, ლუქსემბურგი;

 ჯგუფი B — პორტუგაილა, შვეიცარია, უნგრეთი, ფარელის კუნძულები, ლატვია, ანდორა;

 ჯგუფი C — გერმანია, ჩეხეთი, ჩრდ. ირლანდია, ნორვეგია, აზერბაიჯანი, სან-მარინო;

 ჯგუფი D — უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა, საქართველო;

 ჯგუფი E — რუმინეთი, დანია, პოლონეთი, ჩერნოგორია, სომხეთი, ყაზახეთი;

 ჯგუფი F — ინგლისი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სლოვენია, ლიტვა, მალტა;

 ჯგუფი G — ესპანეთი, იტალია, ალბანეთი, ისრაელი, მაკედონია, ლიხტენშტეინი;

 ჯგუფი I — ხორვატია, ისლანდია, უკრაინა, თურქეთი, ფინეთი.

 ჯგუფი H- რუსეთი, ბელგია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საბერძნეთი, ესტონეთი, კვიპროსი. 

 მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ყოველი ჯგუფის პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდები კვლავ შეეჯიბრებიან ერთმანეთს და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე კიდევ 4 გუნდს გამოავლენენ.

 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება. 

 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0