ჟურნალისტები რუსეთიდან საქართველოს კურორტებზე სიუჟეტებს მოამზადებენ

© Telegraphმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 დან 19 ივლისის ჩათვლით ჟურნალისტთა ჯგუფმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები დაათვალიერა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი და შუამთა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთის სხვადასხვა მედიასაშაულებების, მათ შორის ტელეკომპანია „Стрим“-ისა, ტელეარხ —„Здоровое ТВ“-ის ჟურნალისტები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური პარასკევს, 24 ივლისს იტყობინება

 საქართველოში  ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით რუსეთი მეოთხე ადგილზეა. 2015 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოს  340 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. 

13 დან 19 ივლისის ჩათვლით ჟურნალისტთა ჯგუფმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები დაათვალიერა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი და შუამთა. 

„რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენცილიას და სამედიცინო კურორტების შესახებ სატელევიზო სიუჟეტებს მოამზადებენ“, — ნათქვამია ინფორმაციაში.


ყველა ახალი ამბავი
0