თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლომპიურ ფესტივალს მაღალ დონეზე მომზადებული შეხვდა. ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ (Patrick Hickey) პარასკევს, 24 ივლისს განაცხადა.
საქართველო პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისში 4 ათასზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. ოლიმპიადა 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე იმართება.
„მე ვნახე სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის აშენებული და განახლებული ინფრასტრუქტურა. ვნახეთ ძალიან კარგი შედეგი. ოლიმპიური ობიექტები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ყველაფერი შესრულებულია უმაღლეს დონეზე“, — განაცხადა პატრიკ ჰიკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.
შეხვერდას ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი ესწრებოდნენ.