საქართველოში ციხეების ელექტრონული მართვის ცენტრი გაიხსნა

© https://www.facebook.com/moc.gov.ge?fref=tsციხეების ელექტრონული მართვის ცენტრი
ციხეების ელექტრონული მართვის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება პენიტენციარულ სისტემაში კარდინალური რეფორმების გატარება იყო. 2012 წლის არჩევნებში კოალიციის გამარჯვებას წინ უძღოდა „ციხის სკანდალი“. მასმედიის მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა პატიმრების შეურაცხყოფის შესახებ, შოკში ჩააგდო მოსახლეობა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება 24-საათიან რეჟიმში გაკონტროლდება. პარასკევს, 24 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პენიტენციური რეფორმის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ელექტრონული მართვის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

 კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება პენიტენციარულ სისტემაში კარდინალური რეფორმების გატარება იყო.  2012 წლის არჩევნებში კოალიციის გამარჯვებას წინ უძღოდა „ციხის სკანდალი“. მასმედიის მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა პატიმრების შეურაცხყოფის შესახებ შოკში ჩააგდო მოსახლეობა. 

 “თქვენ ერთის მხრივ ხედავთ ჩვენი მთავრობის სახეს, მეორეს მხრივ — სააკაშილის სახეს. აქ ჩანს ყველაფერი, განსხვავება მიდგომებში, მოპყრობასა და ადამიანურობაში. ის, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ ციხეებში, აბსოლუტურად რევოლუციურია. კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა — სადიზმი, რომელიც დამკვიდრებული იყო სააკაშვილის დროს. ყველამ ნახა განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ციხეებში. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა და სწორედ ამის გამო, ევროკავშირი, აშშ-ი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენ ამ მიმართლებით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის გახსნისას. 

 ახალი ცენტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად გახსნა.

 


ყველა ახალი ამბავი
0