თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც გერმანიაში მკურნალობის მორიგ კურსს გადიოდა, ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-სამსახური პარასკევს, 24 ივლისს იტყობინება.
საქართველოს ეკლესიის მეთაური ბერლინში 14 ივლისს გაემგზავარა.
„კორონოგრაფიამ აჩვენა, რომ აუცილებელი იყო დამატებითი ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის მუშაობაში. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
წინასწარი ინფორმაციით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში 30 ივლისს დაბრუნდება.