თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სრტოპნიცკიმ (Martin Stropnicky) პარასკევს, 24 ივლისს, თავისი ქვეყნის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ოფიციალურ შეხვედრაზე, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდვ ერთხელ დაუდასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩეხეთში 22 ივლისს გაემგზავრა.