თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის საქმეების განხილვის თარიღი ცნობილია

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში სააკაშვილი და მერაბიშვილი ფიგურირებენ. მათ ბრალი სსკ–ის შემდეგი მუხლებით აქვთ წაყენებული:”სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით” და ”პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მიყენების ორგანიზება”.

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ივლისსა და აგვისტოში სხდომებს იმ საქმეებზე ჩაატარებს, რომლებშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, განუცხადეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” სასამართლოს პრეს-სამსახურში პარასკევს, 24 ივლისს.

”2007 წლის 7 ნომებრის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრისა და მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების საქმეს სასამართლო კოლეგია 27 ივლისს, 11:00 საათზე განიხილავს. რაც შეეხება დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეს, სხდომა 19 აგვისტოს შედგება”, — განაცხადეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, სხვა საქმეებთან ერთად, სასამართლო ასევე იწყებს სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისათვის გაფლანგვის საქმის განხილვას. ”სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ საქმეს 31 ივლისს, 15:00 საათზე განიხილავენ, მაგრამ ეს წინასწარი მოსმენა იქნება და არა არსებითი განხილვა”, — დასძინეს უწყებაში. 

სააკაშვილი ასევე ფიგურირებს 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეშიც. ამ საქმეზე წინასწარი მოსმენა 24 ივლისს არის ჩანიშნული.

სააკაშვილის გარდა, ნოემბრის აქციის დარბევის საქმეში ფიგურირებს ექს–პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ექს–მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. დეპუტატ გელაშვილზე ცემის საქმეში  სააკაშვილი და მერაბიშვილი ფიგურირებენ. მათ ბრალი შემდეგი მუხლებით აქვთ წაყენებული: ”სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით” და ”პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მიყენების ორგანიზება”.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. მას შემდეგ ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სააკაშვილი უარს ამბობს  გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და არ პასუხობს პროკურატურის შეკითხვებს. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. მოგვიანებით, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

საქართველოს ხელისუფლებაში ”ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ არა ერთი ყოფილი ჩინოვნიკის — ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში არაერთხელ დაადანაშაულა. ”ქართული ოცნება” ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ”ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიდის”. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0