შუფუტინსკი ბათუმში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ შუფუტინსკი
მიხეილ შუფუტინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ორკესტრთან და შოუ–ჯგუფ „ატამან–ბენდთან“ ერთად გამოვა ბათუმის ჩოგბურთის კლუბში. ბილეთების ფასები 50–დან 130 ლარამდე მერყეობს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ბათუმში რუსი შანსონიე მიხაილ შუფუტინსკი 16 აგვისტოს სოლო კონცერტს გამართავს, ნათქვამია onlinetickets.ge–ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ცნობილი საესტრადო მომღერალი ორკესტრთან და შოუ–ჯგუფ „ატამან–ბენდთან“ ერთად გამოვა ბათუმის ჩოგბურთის კლუბში. ბილეთების ფასები 50–დან 130 ლარამდე (22–დან 58 აშშ დოლარამდე) მერყეობს. 

კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Music Promotion.

მიხაილ შუფუტინსკი საქართველოს ბოლოს 2012 წელს ეწვია სიმღერა LoveStory–ზე კლიპის გადასაღებად. კარიერის მანძილზე შუფუტინსკიმ 27 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 1997 წელს შანსონიემ დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „და აი, ზღვართან მდგომი…“ («И вот стою я у черты…»). 2013 წელს მომღერალს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. 


ყველა ახალი ამბავი
0