საქართველოს პარლამენტში რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე კამათი გრძელდება

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზოლუციის პროექტი მმართველმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დამოუკიდებლად მოამზადეს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შემუშავებული პროექტის ორი ვარიანტიდან, დეპუტატებს ერთის არჩევა მოუწევთ, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში პარასკევს, 24 ივლისს.

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები გამოჩნდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა ჯარისკაცებმა დაამონტაჟეს.

რეზოლუციის პროექტის ერთი ვარიანტი მმართველმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ”, ხოლო მეორე – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადა.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებს მათ მიერ შემუშავებული პროექტის ვარიანტის – ”რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორცილებული მორიგი პროვოკაციული ქმედებების შესახებ”– მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

”ქართული ოცნება” საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, ”საზღვრისპირა” სოფლების მოსახლეობის დახმარებისა და კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიის შემუშავების მომხრეა.

”ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციის ტექსტის თანახმად, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემოვიდნენ. რეზოლუციას ეწოდება ”რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში”. 

სააკაშვილის პარტია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაჟინებით მოითხოვს. ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატის გაუქმებას. 

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი, რაც 2011 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0