თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს ენერგოკომპანიები დამატებითი ღირებულების საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პარასკევს, 24 ივლისს.
საქართველოს რეგიონებში 1 აგვისტიდან ელექტროეენერგიაზე ტარიფი, საშუალოდ, 22%–ით გაიზარდა, რაც კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ (რომელიც საქართველოს ტერიტორიის 70%–ს ფარავს) აბონენტებს ეხება.
„პირველი – ენერგოსისტემა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების საშემოსავლო გადასახადისგან. და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, აუცილებელია დაწესდეს სხვადასხვა ტარიფი წელიწადის სეზონისა და დროის მონაკვეთის მიხედვით ანუ დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაზრდილი კომუნალური გადასახადიდან გამომდინარე,სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა ხელისუფლებისათვის გამოსავალი არ არის, რადგანაც ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა პირველი მოხმარების საგნებსა და პროდუქტზე ფასებს გაზრდის, აღნიშნა ჯაფარიძემ.