ივანიშვილმა სააკაშვილის თანამებრძოლების საქციელს უხამსი უწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონის ”საზღვართან” მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 17 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი ზონის” რამდენიმე წევრი დააკავეს, რომლებიც სოფელ ხურვალეთთან ”სასაზღვრო” ნიშნების დამონტაჟებას აპროტესტებდნენ.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდამჭერები ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ძალზე უღირსად იქცეოდნენ, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

ცხინვალის რეგიონის ”საზღვართან” მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 17 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი ზონის” რამდენიმე წევრი დააკავეს. ისინი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან შეიკრიბნენ, რათა ”სასაზღვრო” ნიშნების დამონტაჟება გაეპროტესტებინათ.

”ნებისმიერი სოლიდარობა კარგია. მაგრამ უხამსობა, რომელიც იქ მოაწყვეს, არ ვარგა”, — განაცხადა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო ”გურია ნიუსთან” ინტერვიუში.

ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი კრიტიკოსები ”ნაცმოძრაობის” წევრები არიან, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა, აღნიშნა ივანიშვილმა.

”თავისუფალი ზონის” წევრების დაკავებამდე, 16 ივლისს ადმინისტრაციულ საზღვარზე სკანდალი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა მოაწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დროშა ტერიტორიიდან ჩამოხსნეს.

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ”საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები გამოჩნდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ბანერები რუსმა ჯარისკაცებმა დაამონტაჟეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0