თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. აფეთქება თურქეთის ქალაქ ელიაზიგში მდებარე სასტუმროში მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Cumhuriyet –ზე დაყრდნობით.
პოლიციის ვერსიით, აფეთქება გაზის ბალონმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
თურქეთში ვითარება სურუჩის ტერაქტისა და პოლიციელების მკვლელობის ფაქტის შემდეგ გამწვავდა.