საპილოტო კოსმოსური ხომალდის, Союз ТМА-17М–ს სტარტმაც და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთებამაც წარმატებით ჩაიარა.
კოსმოსური ხომალდი „Союз ТМА-17М“, რომლის ახალ ეკიპაჟშიც შედიან ოლეგ კონონენკო (Роскосмос), კიმ იუი (JAXA) და ჩელ ლინდგრენი (NASA), ავტომატურად მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.
„საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტთან, მმცირე საკვლევ მოდულ „რასსვეტთან“ მიერთება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა“, — განაცხადა კომენტატორმა ბაიკანურის კოსმოდრომზე.
ხომალდის ორბიტაზე გასვლის შემდეგ მისი ერთ–ერთი, მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეა არ გაიხსნა, თუმცა ამას აპარატის სადგურთან მიერთებისთვის ხელი არ შეუშლია, იუწყება NASA.
28 აპრილს მომხდარი კოსმოსური სატვირთო ხომალდის ავარიის შემდეგ, ეს პირველი საპილოტო სტარტი გახლდათ. სატვირთოების — „პროგრესისა“ და „დრაკონის“ წარუმატებელმა გაშვებებმა ვერ შეაშინა ეკიპაჟი. საპილოტო ხომალდი ამჯერად დროით გამოცდიი „სოიუზით“ გაუშვეს. ამერიკელმა ჩელ ლინდგრენმა სტარტის წინ თქვა, რომ დარწმუნებულია მშვიდობიან ფრენაში, რომ ის სრულად ენდობა ხომალდ „სოიუზის“ შემქმნელ ინჟინრებს.