თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის საქართველოს სიღრმეში გადმოტანა დანაშაულებრივი პროვოკაციაა, განაცხადა ქვეყნის ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გორის რაიონის სოფლებთან გაჩნდა ”სასაზღვრო” ბანერები წარწერით ”სამხრეთ ოსეთი”. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს ბანერები რუსმა ჯარისკაცებმა დადგეს.
”200-300 მეტრით (საზღვრის) გადმოწევით კოლოსალურად არავინ გამდიდრდება. მაგრამ ეს ძალზე მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაციაა”, — განაცხადა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო ”გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, როგორც ექს–პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადეკვატურად რეაგირებს.