მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოს რეაბილიტაციას ახორციელებს

© https://www.facebook.com/mdf.orgდართლო
დართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მთავარი მიზანი — ციხესიმაგრის ტიპის, უნიკალური თვითმყოფადი არქიტექტურის მქონე, საუკუნეებისწინანდელი საცხოვრებელი სახლებისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნებაა. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თუშეთის მაღალმთიან სოფელ დართლოში იმ სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ მინიჭებული. პროექტის ღირებულება 1,3 მლნ ლარს (611 ათასი აშშ დოლარი)  შეადგენს, განაცხადეს ფონდში. 

დართლო არქიტექტურულ ნაკრძალადაა აღიარებული. ეს სოფელი კავკასიის რეგიონში ეკოლოგიურად ერთ–ერთი ყველაზე სუფთა ადგილია. დართლო, ისევე როგორც მთელი თუშეთი, ალპური ლანდშაფტების უჩვეულო სილამაზით გამოირჩევა. 

პროექტის მთავარი მიზანი — ციხესიმაგრის ტიპის, უნიკალური თვითმყოფადი არქიტექტურის მქონე, საუკუნეებისწინანდელი საცხოვრებელი სახლებისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნებაა. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, სოფლის 73 ნაგებობიდან რეაბილიტაცია 72–ს ესაჭიროება. 

2014 წელს დართლოში 6 სახლი აღადგინეს, ხოლო მიმდინარე წელს 28 სახლის რეაბილიტაცია დასრულდება. 

ფონდში განაცხადეს, რომ დანარჩენი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, დონორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0