თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ს ქვეყნებთან 1 მილიარდ 356 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით ნაკლებია ვიდრე 2014 წლის იანვარ-ივნისში, ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი „საქსტატი“ იტყობინება.
ამასთან ექსპორტმა 417 მილიონი დოლარი (45%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა — 939 მილიონი დოლარი (2%-ით ნაკლები) შეადგინა.
დსთ-ს ქვეყნების წილზე საქართველოს საერთო საგარეო ბრუნვიდან 28% მოდის (2014 წლის იანვარ-ივნისში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 32% შეადგინა). დსთ-ს ქვეყნების წილზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 20% მოდის (2014 წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 8% იყო).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივნისში 4761 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), რაც 13%-ით ნაკლებია ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში.