ივანიშვილმა განაცხადა, რომ მინისტრებს ეკონომიკაზე იდეებით ამარაგებს

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკა ასაღორძინებელია, რადგან სწორედ ეს არის ყველა პრობლემის გასაღები, აღნიშნა ექს-პრემიერმა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik.  საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დროდადრო უკავშირდება ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს და იდეებს უზიარებს მათ. 

 ოპოზიციამ არა ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იმაში, რომ ისინი ივანიშვილის მითითებებით მოქმედებენ, რომელმაც თავის დროზე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შექმნა. 

 „ძალიან იშვიათად, შესაძლოა იყო ორი-სამი შემთხვევა როცა მე რომელიმე მინისტრს დავურეკე… ვისაც შემიძლია დავურეკო, ეს ეკონომიკური გუნდია. ძალიან ბევრს ვმუშაობ ეკონომიკაში, ვაძლევ შენიშვნებს რეფორმებზე და იდეებს ვაწვდი თუკი მაქვს“, — აღნიშნა ივანიშვილმა. 

 საქართველოს ეკონომიკა ასაღორძინებელია, რადგან სწორედ ეს არის ყველა პრობლემის გასაღები, აღნიშნა ექს-პრემიერმა.

 ივანიშვილი საქართველოს  ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, რაც მისმა შექმნილმა კოალიციამ 2012 წელს მმართველობას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 

 ერთი წლის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეასრულა თავისი ამოცანა და დატოვა პრემიერის პოსტი. თავის შემცვლელად კი ახლანდელი მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

 


ყველა ახალი ამბავი
0