ლეიბორისტები: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა საქართველოში არ შეიძლება

© photo: Sputnik / А. Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშიი.სუხოვის სურათის "დინამო"-ს რეპროდუქცია
ი.სუხოვის სურათის დინამო-ს რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 აგვისტოდან კომპანია Energo-Pro Georgia-ს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 22%-ზე მეტად იზრდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ელექტროენერგიის ტარიფის მომატებას საქართველოს რეგიონებში კანონი კრძალავს, ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ხუთშაბათს, 23 ივლისს განაცხადა. 

 1 აგვისტოდან კომპანია Energo-Pro Georgia-ს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 22%-ზე მეტად იზრდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო. 

 „თუკი ისინი აამოქმედებენ ამ გადაწყვეტილებას, აუცილებლად პასუხს აგებენ ამაზე და პირველ რიგში ეს იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული გადაწყვეტილების დარღვევა დანაშაულია“, — განაცხადა გუგავამ. 

 2002 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლეიბორისტთა სარჩელი და აკრძალა ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება. 

 „ამასთან, განაცხადი ელექტროენერგიის  ტარიფის გაზრდაზე ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში შეიტანა ასევე „თელასმა“ და გაკოტრების რეჟიმში მყოფმა „კახეთის სადისტრიბუციო კომპანიამ“, —განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. 

 Energo-Pro Georgia  - საქართველოში უმსხვილესი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 70 %-ს ფარავს. 


ყველა ახალი ამბავი
0