მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაკარგული გოგონას ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikმანქანა, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ ბზიფის ხეობაში გადავარდა.
მანქანა, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ ბზიფის ხეობაში გადავარდა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა Ssang-Yong-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 20 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ბზიფის ხეობაში გადავარდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მაშველებმა ბზიფის ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაკარგული ოთხი წლის სანკტ-პეტერბურგელი გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 10 კილომეტრში იპოვეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო  „რია ნოვოსტი“ იტყობინება. 

 ოთხშაბათს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა Ssang-Yong-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 20 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ბზიფის ხეობაში გადავარდა.

 მანქანაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ორი ბავშვი. რამდენიმე ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაყვანილ იქნა გაგრის რაიონულ საავადმყოფოში. 


ყველა ახალი ამბავი
0