"პანორამა თბილისის" მოწინააღმდეგენი დააჯარიმეს

გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ივლისს საკრებულოსთან გამართული აქციის 10 დაკავებული მონაწილიდან, შვიდი დამნაშავედ სცნო და 100 ლარით დააჯარიმა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილენი წვრილმანი ხულიგნობისათვის დააჯარიმეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 23 ივლისს ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ აცნობა. 

 თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ივლისს საკრებულოსთან გამართული აქციის 10 დაკავებული მონაწილიდან, შვიდი დამნაშავედ სცნო და 100 ლარით დააჯარიმა. 

 დანარჩენებს, მათ შორის ტელეკომპანია „ტაბულას“ ფოტოგრაგს ალექსანდრე გიორგაძეს, რომელსაც გარდა ხულიგნობისა პოლიციის დაუმორჩილებლობაც ბრალდებოდა, ყველა ბრალდება მოუხსნეს.

 „ვთვლით, რომ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და უკანონოა და ვაპირებთ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო გამოხატვის ტავისუფლების დაცვა და მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა ქურდოვანიძემ. 

 დაკავების მიზეზი შელაპარაკება გახდა პოლიციელებსა და აქციის ზოგიერთ მონაწილეს შორის, რომელთაც ხელში უცენზურო წარწერებიანი აბრები ეჭირათ. საქალაქო სასამართლოს განაჩენამდე, იმავე დღეს გაანთავისუფლეს დაკავებული ქალბატონები, მეორე დღეს კი — მამაკაცები. 

 „პანორამა თბილისის“ სახელით ცნობილი პროექტი თბილისის ცენტრში ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნეს-ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ისინი ერთმანეთს შორის დაკავშირებული იქნებიან საბაგირო გზებითა და გამჭვირვალე ლიფტებით, რაც ქალაქს საცობებისგან განტვირთავს — აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. 

სკეპტიკოსებისათვის გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება თბილისის ისტორიული ნაწილის შეცვლის თაობაზე, მაშინ როდესაც ამ თანხის ჩადება თბილისის სხვა რაიონის განვითარებაში არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ ამ პროექტის განხორციელება ზიანს მიაყენებს გარემოს და გააუარესებს ისედაც ავარიული სახლების მდგომარეობას. 

ყველა ახალი ამბავი
0