პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრების გადაწევა ქვეყნის შიგნით არ იქნება გამორიცხული, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი არ გაიმართება.
ამის შესახებ მან ხუთშაბათს, 23 ივლისს "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელში მანიშნებელი დაფის გამოჩენის შემდეგ, რომელზეც ეწერა "სამხრეთ ოსეთი". როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშ განმარტეს, დაფები რუსმა სამხედროებმა ჩამოკიდეს.
"ჩვენი მხრიდან რადიკალური და არადიპლომატიური პოზიცია რუსეთის მხრიდან იგივე პოლიტიკას გამოიწვევს. თუ ჩვენ ამ პოლიტიკის გატარებას განვაგრძობთ, ხურვალეთი და ორჭოსანი არ იქნება გამონაკლისი. ასეთი პრობლემები შეიქმნება სამხრეთ ოსეთის საზღვრების სხვა უბნებშიც და აფხაზეთის საზღვართანაც. ერთადერთი სწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებაა", — აღნიშნა კუკავამ.
რუსეთთან დიალოგის დაწყება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, დაამატა პოლიტიკოსმა.