საქართველოს პრეზიდენტმა 98 პატიმარი შეიწყალა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშისასჯელმისჯილი
სასჯელმისჯილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მათ შორის, ვინც ყოველდღე ელოდება გათავისუფლებას, ერთი ქალბატონი და ერთიც არასრულწლოვანია. ყველა დანარჩენ პატიმარს თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 98 პატიმარი შეიწყალა, აქედან 74 ხუთშაბათს, 23 ივლისს გათავისუფლდება, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ. 

იმათ შორის, ვინც ყოველდღე ელოდება გათავისუფლებას, ერთი ქალბატონი და ერთიც არასრულწლოვანია. ყველა დანარჩენ პატიმარს თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდება. 

შეწყალების კომისიამ 589 პატიმრის საქმე განიხილა, რის შემდეგც პრეზიდენტს რეკომენდაცია წარუდგინა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10,4 ათასი – ბრალდებული და სასჯელმისჯილი – ადამიანი იმყოფება, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0