თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელსაც EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ბორდელში აერია, თქვა, რომ რეკლამისთვის ჯილდო ეკუთვნის.
ჯაჭვლიანმა შეურაცხყოფად მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ის EBRD–ზე იმყოფებოდა. ხერხეულიძე კონფერენციას გულისხმობდა, ხოლო ჯაჭვლიანმა სიტყვა „იბიარდის“ გაგონებისას ჩათვალა, რომ მას „ბოზებში“ სიარულში ადანაშაულებდნენ.
„ისეთი რეკლამა გავუკეთე იბიარდს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, იდეაში, უნდა დამაჯილდოვოს. ქალბატონმა ეკამ შესანიშნავად იცის, რომ როცა EBRD–ის კონფერენცია ტარდებოდა, მე იქ მიწვეული არ ვყოფილვარ. მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი. ამ სიტყვებით მან დამცინა და პასუხიც მიიღო“, —უთხრა ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 23 ივლისს.
EBRD–ის წარმომადგენლებს ჯაჭვლიანის სიტყვებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.