ყაზახმა მესაზღვრეებმა ყირგიზეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის მანქანაშიც 30 კილოგრამზე მეტი ჰეროინი აღმოაჩინეს, ოთხშაბათს ინფორმაცია გაავრცელა ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურმა, იუწყება "ნოვოსტი ყაზახეთი".
გამშვები პუნქტის "კორდაი ავტო" მესაზღვრეებმა 21 ივლისს 1966 წელს დაბადებული ყირგიზეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ავტომანქანით ყაზახეთის გავლით რუსეთსი მიემგზავრებოდა.
ჩხრეკის შედეგად უკანა სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს ნივთიერებით, სავარაუდოდ ჰეროინით სავსე პაკეტები, რომელთა ჯამური წონა 31 კილოგრამზე მეტს შეადგენდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.