თბილისში ახალი საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა

გამოწერა
ჩოგბურთის ახალი კორტები 12 500 კვ/მ ფართობზეა განთავსებული. მშენებლობის ჯამური ღირებულება 6,5 მლნ ლარია (2,9 მლნ აშშ დოლარი). კომპლექსი 9 ღია და ორ დახურულ კორტს მოიცავს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თბილისში, ”მზიურის” ტერიტორიაზე ხუთშაბათს, 23 ივლისს ახალი საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.

ჩოგბურთის ახალი კორტები 12 500 კვ/მ ფართობზეა განთავსებული. მშენებლობის ჯამური ღირებულება 6,5 მლნ ლარია (2,9 მლნ აშშ დოლარი). კომპლექსი 9 ღია და ორ დახურულ კორტს მოიცავს. სწორედ ამ კორტებზე ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ”თბილისი 2015”–ის საჩოგბურთო შეჯიბრებები.

 „ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები; სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი ბაზა კი მათთვის წამახალისებელი და დამატებითი სტიმულის მიმცემია", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნის ცერემონიაზე.

ფესტივალის ფარგლებში ჩოგბურთში შეჯიბრება 27 ივნისს დაიწყება და 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0