პრემიერი შს ახალ მინისტრს მომდევნო კვირაში დაასახელებს

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლანდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაუდგება სათავეში, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას 27 ივლისს დაასახელებს.

ახლანდელი შს  მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაუდგება სათავეში, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდება. 

„გუშინ პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცა. მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. რაც შეეხება მინისტრის ახალ კანდიდატურას, მის ვინაობას ორშაბათს დავასახელებ “, — თქვა ღარიბაშვილმა 23 ივლისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ. 


ყველა ახალი ამბავი
0