ქართველმა ათლეტმა, 49 წლის გოჩა კეკიშვილმა ოთხშაბათს თბილისში სიმძიმის აწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
2 საათის განმავლობაში გოჩა კეკიშვილმა მწოლიარე მდგომარეობაში ორივე ხელით 1040-ჯერ აწია 40 კილოგრამიანი ჰანტელები.
"ამ მიღწევისათვის 2007 წლიდან ვემზადებოდი", — განაცხადა რეკორდსმენმა, რომლისთვისაც ეს მსოფლიო რეკორმი მისთვის უკვე მეექვსეა.
რეკორდი საქართველოს რეკორდების კლუბმა და კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირეს. სულ მალე ისინი ინოფრმაციას გინესის რეკორდების წიგნსაც გადასცემენ.