თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ამერიკის ოკლაჰომას შტატში ორი მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთ სახლში მათი ოჯახების ხუთი წევრის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს ტელეკომპანია NBC News ქალაქ ბროკენ-ეროუს პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხის ინფორმაციით, 16 და 18 წლის ახალგაზრდები დანაშაულის ადგილთან ახლოს დააკავეს, ისინი დაღუპულების ნათესავები არიან. ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს, განაცხადა ბროკენ-ეროუს პოლიციის სერჟანტმა ტომას კუპერმა.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იტყობინება, პოლიციელის განმარტებით, „ამ ქალაქში, სადაც 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მსგავსი რამ არ მომხდარა“..
”დანაშაულის ადგილმა იქ მისულ ოფიცრებზე უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა”, — განაცხადა კუპერმა.