თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რუსი ტურისტებით სავსე ყველგანმავალი ბზიფის ხეობის ხრამში ოთხშაბათს, 22 ივლისს გადავარდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ლიპეცკის ოლქის სახელმწიფო ნომრებიანი ყველგანმავალი რიწის ტბის მხრიდან ბზიფის ხეობაში ეშვებოდა. მე–18 კილომეტრზე მანქანა კლდეს შეეჯახა და 20 მეტრი სიმაღლიდან მდინარე ბზიფში ჩავარდა“, — განაცხადა აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ ტიგრან დელიბათიანმა.
ექვსი დაშავებული, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრიც იყო, გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაიკარგა 4 წლის გოგონა, რომელსაც მაშველები მდინარეში ამ დრომდე ეძებენ, განაცხადა დელიბათიანმა.