მაკოვეცკი და ვდოვიჩენკოვი საქართველოს შემოდგომაზე ესტუმრებიან

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშისერგეი მაკოვეცკი
სერგეი მაკოვეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ”ევგენი ონეგინს” ქართველ მაყურებელს ნოემბრის პირველ რიცხვებში წარუდგენს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სპექტაკლში „ევგენი ონეგინი“, რომელსაც ქართველი მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს, თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობები სერგეი მაკოვეცკი და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი მიიღებენ მონაწილეობას, აღნიშნულია ფესტივალ ”საჩუქარის” ორგანიზატორების განცხადებაში.

ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ”ევგენი ონეგინს” თეატრის ქართველ მოყვარულებს ნოემბრის პირველ რიცხვებში წარუდგენს. 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ”საჩუქარი” თბილისში 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ღონისძიებების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მსოფლიო პრემიერებს და ამასთანავე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეების შემოქმედებით ისიამოვნონ.

”საჩუქარი” — საქართველოში ერთადერთი ფესტივალია, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. ის 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააფუძნეს.

დაარსების დღიდან ღონისძიებას მხარს უჭერენ ხელოვნების ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები, როგორებიც არიან პიტერ ბრუკი, ანატოლი ვასილიევი, ტელმა ჰოლტი, ვანესა რედგრეივი, ანჯეი ვაიდა, ანდრეი კონჩალოვსკი და სხვები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0