თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავის თავს კარგი სათადარიგო მოთამაშე უწოდა, ამით აღიარა, რომ არაფორმალურად,მართავს ქვეყანას, — განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა ოთხშაბათს, 22 ივლისს.
ოპოზიციამ არა ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმაში, რომ ისინი ივანიშვილის მითითებებით მოქმედებენ, რომელმაც თავის დროზე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შექმნა.
ეს არის აღიარება იმის, რომ ივანიშვილი თვლის, რომ ის არის არაფორმალური მმართველი და ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს"- განაცხადა ყოფილი მმართველი ძალის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა.
ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, რაც მისმა შექმნილმა კოალიციამ 2012 წელს მმართველობას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ერთი წლის შემდეგ, როცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეასრულა თავისი ამოცანა და დატოვა პრემიერის პოსტი. თავის შემცვლელად კი ახლანდელი მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.