თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
შსს-საგან დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1 აგვისტოდან დაიწყებს მუშაობას.
ახალი სამსახურის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება სახელმწიფო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა იქნება საზღვარგარეთ ქვეყნების სპეციალური სამსახურების და ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან; ხელისუფლების და სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა.
ასევე ახალი სამსახურის კომპეტენციაშია: ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა; საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა; კორუფციის გამოვლენისა და აღკვეთისათვის ღონისძიებების გატარება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და ქვეყნის დაცვა გარეშე საფრთხეებისაგან.
გომელაურის კანდიდატურას პარლამენტში 22 ივლისს 148 დეპუტატიდან 83-მა ერთხმად დაუჭირა მხარი.