მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთ-სირიის საზღვარზე ორი პოლიციელი მოკლეს

© photo: Sputnik / michael fomichev / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ქალაქ ჯეილანპინარში მოხდა, პოლიციელები საკუთარ სახლებში მოკლეს, იუწყება თურქული მედია.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თურქეთ-სირიის საზღვარზე, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ორი თურქი პოლიციელი მოკლეს. მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს, იუწყება ოთხშაბათს ტელეკომპანია NTV ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინციდენტი შანლიურფას პროვინციაში, ქალაქ ჯეილანპინარში მოხდა, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. პოლიციელები საკუთარ სახლებში მოკლეს, იტყობინება ტელეარხი პროვინციის გუბერნატორის იზეთინ ქიუჩუკის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მანამდე, თურქეთის შანლიურფას პროვინციის ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოხდა, რა დროსაც 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ბომბი კულტურის სახლის წინ ააფეთქეს, სადაც შეკრებილი იყვნენ თურქეთში მცხოვრები ქურთები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქალაქ ქობანზე თავდასხმის შემდეგ ქალაქის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად სირიაში გამგზავრებას აპირებდნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოს“ დააკისრა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0