აზერბაიჯანი და ევროკავშირი გაზის სამხრეთ დერეფნის განვითარებაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანთან კომერციული კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ერთიანი ძალისხმევით განავითარონ გაზის სამხრეთი დერეფანი — პროექტი, რომელიც ორივე მხარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ტრენდზე“ დაყრდნობით. 

ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აზერბაიჯანს ოფოცოალური ვიზიტით 21 ივლისს ეწვია. აზერბაიჯანისა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა 22 ივლისს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

ტუსკის თქმით, ევროკავშირის მიზანი — ეს გაზის საფრთხეებიდან გამორიცხვაა.

„უკრაინაში არსებული კონფლიქტი გვაჩვენებს, რომ მსგავსი საფრთხე დღემდე არსებობს. ამიტომ ევროკავშირი მიწოდების დივერსიფიკაციაზეა ორიენტირებული, აზერბაიჯანი კი ევროკავშირის მთავარი პარტნიორია ამ მიმართულებით“, — თქვა ტუსკმა. 

მისი განცხადებით, ევროპისთვის ეს მიწოდების დივერსიფიკაციის საკითხია, აზერბაიჯანისთვის კი საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების. 

ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანთან კომერციული კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად და დაამატა, რომ აზერბაიჯანი მალე დაასრულებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს. 

„შეხვედრისას ჩვენ ახალი ორმხრივი შეთანხმების გზით ურთიერთობების კიდევ მეტად ეფექტურად განმტკიცების თაობაზე ვიმსჯელეთ“, — აღნიშნა მან. 

ტუსკმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც“ იმსჯელა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0