თინა კანდელაკი რუსული სპორტული არხის გენერალური პროდიუსერი გახდება

© photo: Sputnik / Сергей Кузнецов / გადასვლა მედიაბანკშითინა კანდელაკი
თინა კანდელაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინა კანდელაკი ახალი ფედერალური ტელეარხის, „მატჩ ტვ"-ს ბაზაზე შექმნილი გაერთიანებული სპორტული რედაქციის გენერალური პროდიუსერი გახდება. არხის სტარტის კრეატიულ განვითარებაზე ნატალია ბილანის გუნდი იმუშავებს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ტელეწამყვანი, პროდიუსერი და  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი თინა კანდელაკი „მატჩ ტვ"-ს ბაზაზე შექმნილი გაერთიანებული სპორტული რედაქციის გენერალური პროდიუსერი და გენერალური დირექტორის მოადგილე გახდება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „გაზპრომ-მედიას“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

არხის სტარტის კრეატიულ განვითარებაზე ნატალია ბილანის გუნდი იმუშავებს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთო რუსული აუცილებელი ტელე- და რადიოარხების ჩამონათვალში, 15 ივლისის ბრძანებულებით, ახალი სპორტული არხი „მატჩ-ტვ“ შეიტანა. 

„ახალი სპორტული არხის „მატჩ-ტვ"-ს გენერალური პროდიუსერი თავის გუნდში ტელეწარმოების სფეროს რამდენიმე ძირითად პროფესიონალს ჩართავს, რომელთაც რუსეთში წარმატებული საეთერო ტელეარხების ნულიდან შექმნის უდიდესი გამოცდილება აქვთ. არხის სტარტის კრეატიულ განვითარებაზე ნატალია ბილანის გუნდი იმუშავებს (რომელმაც ნულიდან შექმნა ტელეარხი „დამაშნი“), — ითქვა ჰოლდინგის პრეს-სამსახურში. — გარდა ამისა, იგეგმება სპორტულ მაუწყებლობაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოზიდვაც“. 


ყველა ახალი ამბავი
0