თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველი პირების დახმარების შესახებ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 23 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.
პროექტი „უსახლკაროთა პირისპირ“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”უმუშევათა კავშირი დასაქმებისთვის” და როზა ლუქსემბურგის (გერმანია) ფონდის მოსკოვის განყოფილების და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია უსახლკაროთათვის სრულფასოვანი დახმარების პროცესის სახელმწიფო დონეზე აყვანა.
უფრო დაწვრილებით უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველი პირების დაცვის კომპლექსური ზომების, უსახლკაროთა მონაცემების ბაზის ჩამოყალიბებისა და თავად კანონპროექტის შესახებ პრეზენტაციის მონაწილეები ისაუბრებენ:
— ორგანიზაციის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი;
— პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი;
— ორგანიზაციის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ნანავა.
”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზ. 2. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.
ტელ: 224 46 77; 555 90 89 77.