საქართველოს მოქალაქე ცხინვალის ციხიდან 2 ათასი რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისამხრეთ ოსეთი
სამხრეთ ოსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დე-ფაქტო ხელისუფლებამ კნოლევის მკვიდრი საზღვრის უკანანო გადაკვეთაში დაადანაშაულა. მან ცხინვალის ციხეში რამდენიმე დღე - 18-21 ივლისი - გაატარა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე, „საზღვრისპირა“ სოფლის მცხოვრები ვაჟა თოთლაძე, 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა, განუცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტებს 22 ივლისს.   

დე-ფაქტო ხელისუფლებამ კნოლევის მკვიდრი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა. მან ცხინვალის ციხეში რამდენიმე დღე — 18-21 ივლისი — გაატარა.

"თავიდან ზნაურში წამიყვანეს, მერე ცხინვალში. 2 ათასი რუბლი გადავიხადე. მითხრეს, საზღვარი გადმოკვეთეო“, — განაცხადა თოთლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

თოთლაძის გათავისუფლებაზე მხარეებმა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, 20 ივლისს ერგნეთში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მოილაპარაკეს.

შეხვედრებში 2009 წლიდან ტრადიციულად მონაწილეობენ ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარეები, ასევე ევროავშირისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები. 


ყველა ახალი ამბავი
0