მარგველაშვილი: საქართველოს პროკურატურა აპოლიტიკური უნდა იყოს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და მთავრობისა და პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. ახალი რეფორმის თანახმად, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლება პრემიერს უნდა ჩამოერთვას და პარლამენტს გადაეცეს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა დამოუკიდებელი უნდა იყოს და პოლიტიკისგან შორს იდგეს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და მთავრობისა და პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. ახალი რეფორმის თანახმად, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლება პრემიერს უნდა ჩამოერთვას და პარლამენტს გადაეცეს.  

„პროკურატურა დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული და პროფესიონალური უნდა იყოს… ის, რაც ახლა ხდება — ეს რეფორმა არაა“, — განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს საზოგადოებივი მაუწყებლის ეთერში.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ისეთი რეფორმაა საჭირო, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გათვალისწინებით, პროკურატურას ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემუშავებული რეფორმის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შესწორებები კანონში „საქართველოს პროკურატურის შესახებ“ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.

 


ყველა ახალი ამბავი
0