მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჰამერები, „იროკეზი“ და კვამლის ბომბები: საქართველოში ნატოს სწავლებები ჩატარდა

გამოწერა
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების Agile Spirit 2015 საჩვენებელი ბრძოლები ჩატარდა.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების Agile Spirit 2015 საჩვენებელი ბრძოლები ჩატარდა.

სწავლებების სცენარის მიხედვით, ქართველი, ბულგარელი, რუმინელი და ამერიკელი სამხედროების გაერთიანებულმა ქვედანაყოფმა ბოევიკების პირობით პოზიციებს შეუტია და მათი ნაწილი ტყვედ აიყვანა. ამის შემდეგ ვერტმფრენმა დაჭრილები გაიყვანა ბრძოლის ველიდან. 

ნატოს საქართველოში სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ნატოს პირველი მრავალეროვნული სწავლებებია ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც უელსის სამიტზე მიიღეს. 

თავის მხრივ, აშშ საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლის მოადგილემ, ჯეიმს დონელანმა თქვა, რომ კმაყოფილია სწავლებებითა და ქართველი სამხედროების მომზადების დონით. „საზღვაო ქვეითთა კორპუსი განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან“, — დაამატა დონელანმა. 

ნატოს სამხედრო სწავლებები Agile Spirit 2015 საქრათველოში 8 ივლისს დაიწყო. ის ოფიციალურად 22 ივლისს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0