თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის რუსეთს მეოთხე ადგილი უკავია. 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთთან საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 336,7 მლნ აშშ დოლარი – საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 7,1% შეადგინა, იუწყება ”საქსტატი”.
2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 7,3%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა დაახლოებით 71მლნ აშშ დოლარი (ექსპორტის საერთო მოცულობის 6,5%) შეადგინა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში იმპორტმა — 266 მლნ აშშ დოლარზე მეტი (იმპორტის საერთო მოცულობის 7,2%).
რუსეთი პირველობას უთმობს თურქეთს, რომლის საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან მიმართებით დაახლოებით 756მლნ აშშ დოლარი (საქართველოს საერთო საგარეო–სავაჭრო ბრუნვის 15,9%) შეადგინა. აზერბაიჯანს, რომელიც საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სიაში მეორე ადგილზეა (409 მლნ აშშ დოლარი — საერთო საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 8,6%) და ჩინეთს, რომელსაც საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილი უჭირავს (371მლნ აშშ დოლარი – მთლიანი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 7,8%).
პირველ ათეულში ასევე შედიან: უკრაინა (258 მლნ აშშ დოლარი — 5,4%), გერმანია (239,3 მლნ აშშ დოლარი — 5%), სომხეთი (192მლნ აშშ დოლარი — 4%), აშშ (182 მლნ აშშ დოლარი — 3,8%), ბულგარეთი (174მლნ აშშ დოლარი — 3,6%) და ირლანდია (147მლნ აშშ დოლარი — 3,1%).