მერაბიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაღუპვის საქმეზე დაკითხავენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟვანიას ცხედარი 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ტრაგედიის მიზეზად იმ პერიოდში გამოძიებამ უბედური შემთხვევა - გამათბობელი მოწყობილობისაგან გამონაბოლქვი მხუთავი აირით მოწამვლა დაასახელა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შსს-ს ყოფილი მინისტრს ვანო მერაბიშვილს 10 წლის წინ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეზე დაკითხავენ. ამის შესახებ სამშაბათს, 21 ივლისს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. 

 ჟვანიას ცხედარი 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ტრაგედიის მიზეზად იმ პერიოდში გამოძიებამ უბედური შემთხვევა — გამათბობელი მოწყობილობისაგან გამონაბოლქვი მხუთავი აირით მოწამვლა დაასახელა. 

 „ზურაბ ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძისა და მიხელი ძაძამიას სასამართლო პროცესზე ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხებიან. მათ შორის ვანო მერაბიშვილი“, — განუცხადა გუბელაძემ რადიოსადგურ „პირველ რადიოს“. 

 გამოძიების მტკიცებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის ცვლის უფროსმა ძაძამიამ და დაცვის წევრმა ხარშილაძემ არასათანადოდ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჟვანია დაცვის გარეშე დატოვეს. 

 ჟვანიას სიკვდილის გარემოებების განმეორებითი გამოძიება 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიწყო. 

 რაც შეეხება მერაბიშვილს, სასამართლომ მას გამამტყუნებელი განაჩენი სამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოუტანა — უფლებამოსილების გადამეტებაზე, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, ასევე სხვისი ქონების მითვისებაზე და შსს-ს თანხების გაფლანგვაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0