თბილისში შიდა ფინანსური სახელმწიფო კონტროლის რეფორმა განიხილეს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაზე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik.  ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტი"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში“  21 ივლისს, გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსური უწყება იტყობინება. 

უკვე 5 წელია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა ემსახურება საჯარო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად და პროდუქტიულად განკარგვა. 

შიდა აუდიტის სუბიექტების მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა. 

კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურების განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული შედეგები, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჰარმონიზაციის ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში განხორციელდა. 

 

კონფერენციაზე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“, რომლებიც კონფერენციის დასასრულს მის მონაწილეებს გადაეცათ. 


ყველა ახალი ამბავი
0